სახალხო დამცველი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში ხმის მიცემის პროცესს გაეცნო

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს ნაზარლოსა და ქესალოს ეწვია და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის ახლად დანერგილ პროცესს ადგილზე გაეცნო.
ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახალხო დამცველი ასევე შეხვდა და ესაუბრა ამომრჩევლებს, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ დამკვირვებლებს.
„ადგილზე დაკვირვებისა და მიღებული ინფორმაციის თანახმად, სოფლებში არჩევნები ამ ეტაპზე გაუთვალისწინებელი დაბრკოლებების გარეშე მიმდინარეობს.
სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ საპარლამენტო არჩევნები ცივილურად, ექსცესებისა და ფიზიკური დაპირისპირების გარეშე ჩაივლის.
ამასთან, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ თუ მათ მიმართ დაირღვევა საარჩევნო უფლება, ან მათთვის ცნობილი გახდება ამგვარი უფლების შეზღუდვის შესახებ, აუცილებლად მიმართონ სახალხო დამცველის აპარატს ცხელ ხაზზე – 1481,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება – მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ “ვოუქ” ცენზურას

ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი შეხვედრა იყო პრეზიდენტ ტრამპთან ოვალურ ოფისში – განვიხილეთ Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიები, ვისაუბრეთ დიპლომატიაზე, მნიშვნელოვანია პროცესი გაცოცხლდეს

ლაშა ფარულავა: საქართველო არც ოქტაგონია და არც ტატამი ეს სამი ათასი წლის ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაა ქართველობას ამ ერს ვერავინ ასწავლის მუშტებით, მუქარითა და ძალადობით