საცხოვრებელი ფართის საშუალო გასაყიდი ფასი წელს დაიკლებს და 1000-1200$-ის ფარგლებში იქნება, გასაქირავებელი კი 10-12$ – „თიბისი კაპიტალი“

2023 წელს დან შემოსული მიგრანტების 17%-მა დატოვა საქართველო. ამის შესახებ, ს პუბლიკაციაში „2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა“ არის ნათქვამი.
მიგრანტების შემოსვლის შედეგად, თბილისში ბინის ქირის საშუალო თვიური ფასი 800$-ია, რაც აღემატება ბინის ქირის საშუალო თვიურ ფასს თურქეთის, ს, ს, ლატვიის, უნგრეთის, ყაზახეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და ბოსნია ჰერცოგოვინას დედაქალაქებში.
2024 წელს, მიგრანტების ნაწილობრივი გადინების მიუხედავად, კაპიტალი ეკონომიკის 5.6%-ით ზრდას და სტაბილურ გაცვლით კურსს პროგნოზირებს.საქართველოში 2024 წელს მიგრანტების გადინება ტურიზმის გაძლიერებით და ადგილობრივი მოხმარების ზრდით დაბალანსდება.
2023 წელთან შედარებით, 2024 წელს მიგრანტების დანახარჯების წილი ტანსაცმლით საცალო ვაჭრობაში – 4.3%-იდან 3.0%-მდე, ტექნიკაში – 2.4-იდან 1.7%-მდე, FMCG სექტორში კი 2.2%-იდან 1.6%-მდე შემცირდება. ამის პარალელურად, თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2024 წელს ბრუნვა ტანსაცმლის სექტორში – 16%-ით, ტექნიკის სექტორში – 13%-ით, FMCG სექტორში კი – 10%-ით გაიზრდება.
საცხოვრებელი ფართის საშუალო გასაყიდი ფასი 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, დაიკლებს და 1000-1200$-ის ფარგლებში იქნება, საიდანაც მიგრაციის ეფექტი 19% იქნება, მაშინ, როდესაც ბინის ფასების მატებაში მიგრაციის ეფექტი 2023 წელს 28%-იყო. საცხოვრებელი ფართის კვ.მ-ის საშუალო გასაქირავებელი ფასი 2024 წელს 10-12$ იქნება, საიდანაც მიგრაციის ეფექტი 54% იქნება. გასულ წელს, ქირის ფასის მატებაში მიგრაციის ეფექტი 72% იყო.
უძრავი ქონების გაყიდვების დაგეგმვისას, მნიშვნელოვანია მიგრაციული ნაკადის დროებითობის გათვალისწი