“საშინელი შეხსენება – რას წარმოადგენს პუტინი” – ურზულა ფონ დერ ლაიენი ნავალნის სიკვდილზე

„ღრმად შემძრა და დამამწუხრა ს სიკვდილმა. პუტინს არაფრის ეშინია, საკუთარი ხალხის განსხვავებულ აზრზე მეტად. ეს არის საშინელი შეხსენება – თუ რას წარმოადგენს პუტინი და მისი რეჟიმი. მოდით, გავერთიანდეთ ჩვენს ბრძოლაში თავისუფლების დაცვისთვის და მათი უსაფრთხოებისთვის, ვინც ბედავს წინ აღუდგეს ავტოკრატიას“, – დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე [ყოფილი ტვიტერი].
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა. ს ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა.
უწყების თანახმად, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და მყისიერად გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, სასწრაფო დახმარება ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა, ხოლო ექიმები ნავალნის რეანიმირებას ნახევარი საათის მანძილზე ცდილობდნენ.
პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა კომენტარზე უარი განაცხადა. მან დააზუსტა, რომ უფლებადამცველმა პატიმარი ოთხშაბათს მოინახულა და მაშინ ნავალნი ნორმალურად იყო. საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიამაც განაცხადა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა.
სიკვდილის მიზეზი ჯერ დადასტურებული არ არის.
ალექსეი ნავალნის დედამ, ლიუდმილა ნავალნაიამ დაწერა, რომ პატიმარ შვილს 12 თებერვალს შეხვდა და ის იყო “ცოცხალი, ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე”.