რუსთავის საქალაქო სასამართლო საქმეზე რუსთავის მერია საკრებულოს წინააღმდეგ დასკვნით სხდომას სავარაუდოდ, ხვალ გამართავს.
სხდომა რუსთავის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე არის ჩანიშნული; სავარაუდოდ, ხვალვე გამოცხადდება გადაწყვეტილებაც.
რუსთავის მერიამ საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. შესაბამისი განცხადება რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ 30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
რუსთავის მერის თქმით, საკრებულოს უმრავლესობა, რომელსაც ოპოზიცია, კერძოდ კი, ”ნაციონალური მოძრაობისა” და პარტიის “საქართველოსთვის” წევრები წარმოადგენენ, საინვესტიციო პროექტების განხილვას აჭიანურებენ. მისი თქმით, რეგლამენტის დარღვევით საკრებულო აფერხებს და დაუსაბუთებლად უკან აბრუნებს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციების მომტან პროექტებს.