საქართველო 2024 წელს ყველა ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა – პრემიერი

2024 წელი იყო მრავალი სირთულით სავსე ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს კვლავაც უწევდა უთანასწორო ბრძოლა მშვიდობის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული თვითმყოფადობის დასაცავად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი საახალწლო მილოცვაში აღნიშნავს.
პრემიერის თქმით, საქართველო 2024 წელს ყველა ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა.
„გილოცავთ ახალ წელს! გილოცავთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ შვილს, სა და სამაჩაბლოს თითოეულ მკვიდრს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს! 2024 წელი იყო მრავალი სირთულით სავსე ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს კვლავაც უწევდა უთანასწორო ბრძოლა მშვიდობის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული თვითმყოფადობის დასაცავად; უწევდა ბრძოლა გარედან თავს მოხვეული სიძულვილის წინააღმდეგ. თუმცა, მთავარი ისაა, რომ საქართველო 2024 წელს ყველა ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა. საქართველომ გაიმარჯვა 26 ოქტომბრის რეფერენდუმშიც, სადაც ქართველი ხალხი მტკიცედ დადგა თავისუფლების, დამოუკიდებლობის, მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობისა და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის მხარეს!“, – აცხადებს პრემიერი.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის საკითხებში ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის დაგეგმილი ვიზიტი კიევში აღარ შესრულდება, ყველაფერი გააფუჭა ზელენსკის ინტერვიუმ ლექს ფრიდმანთან – აშშ დიდი ალბათობით შეეცდება ცვლილებები შეიტანოს უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში

ენტონი ბლინკენის დამოკიდებულებამ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში ომების მიმართ ბოლო ეჭვებიც კი გააქრო, იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ვინმე არის ე.წ. “გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენელი, ეს სწორედ ბლინკენია

“ომის პარტიის” ვერც მუქარამ, ვერც სანქციებმა და ვერც აქციებმა საქართველოს ხელისუფლებას ვერ გადაათქმევინა უარი საკუთარი ქვეყნის ომში ჩართვასა და შესაბამისად მის დანგრევაზე – უნდა გაიგოს ყველამ, რომ საქართველოში უკრანიზაციას არავინ დაუშვებს