საქართველო-თურქეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები 15 აპრილიდან გაიყიდება

საქართველო-თურქეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები 15 აპრილიდან გაიყიდება – ამის შესახებ ინფორმაცია uefa-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
„ვულოცავ საქართველოს და მივესალმებით UEFA EURO 2024™ ტურნირს! საქართველოს გულშემატკივრებისთვის ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს 13:00 საათზე (საქართველოს დროით) დაიწყება. დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“ – წერია განცხადებაში.
EURO 2024-ის მატჩებზე, ქართველი გულშემატკივრისთვის გამოყოფილია 10 000 ბილეთი. Uefa-ს საიტზე ბილეთების ფასი 30 ერვოდან 400 ევროს ფარგლებში მერყეობს.