საქართველოში 83% ამბობს, რომ ქვეყნის დასაცავად იბძოლებს — Gallup-ის კვლევა

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია Gallup international-ის ახალი კვლევით, საქართველო იმ ქვეყნების ხუთეულში მოხვდა, რომლის ყველაზე მეტი მოქალაქეც აცხადებს, რომ მზადაა იბრძოლოს, თუ ქვეყანაში ომი იქნება.
კვლევის ავტორების განცხადებით, ხუთეული ასე განაწილდა:
· სომხეთი — 96%;
· — 94%;
· აზერბაიჯანი — 88%;
· — 86%;
· საქართველო — 83%.
ხოლო იმ ქვეყნებს შორის, სადაც ომის შემთხვევაში ყველაზე მეტი ადამიანი აცხადებს, რომ თავად არ იბრძოლებს, მოხვდა:
· იტალია — 78%; ავსტრია — 62%;
· გერმანია — 57%;
· ნიგერია — 54%;
· ესპანეთი — 53%.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ კვლევის ფარგლებში, ჯამში, 46 138 ადამიანი გამოიკითხა და თითოეული ქვეყნიდან ინტერვიუერთა რეპრეზენატატული რაოდენობა იქნა შერჩეული.
გამოკითხვა 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში ჩატარდა პირისპირი, სატელეფონო ან ონლაინ ინტერვიუს სახით. Gallup international-ის თქმით, კვლევის ცდომილების ზღვარი არის 3-5%.