საქართველოში 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს – სტუდენტთა მიღება გაზრდილია 8.4%-ით

2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 43 კერძო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაახლოებით ორი მესამედი ქალაქ თბილისშია.
2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მიიღეს 54.3 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 32.4 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში – 21.9 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაიზარდა 8.4 პროცენტით.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია 2019/2020-2023/2024 სასწავლო წლებში სტუდენტების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღების მაჩვენებლები.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 177.8 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 10.2 პროცენტით მეტია. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტთა საერთო რიცხოვნობის 59.1 პროცენტი, ხოლო კერძოში – 40.9 პროცენტი. სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 51.2 პროცენტი ქალია, ხოლო 48.8 პროცენტი – კაცი.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია სტუდენტების რიცხოვნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 2019/2020-2023/2024 სასწავლო წლებში.
2023 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 26.3 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 2.1 პროცენტით მეტია. კურსდამთავრებულებიდან 60.1 პროცენტი არის ქალი, ხოლო 39.9 პროცენტი – კაცი. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 1.7-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რიცხოვნობას.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა უმაღლესი განათლებით, 2019-2023 წლებში.
2023 წელს, უნივერსიტეტებში მიღებული დოქტორანტების რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით, 6.4 პროცენტით გაიზარდა და 930 პირი შეადგინა. დოქტორანტების რიცხოვნობა 1.9 პროცენტითაა შემცირებული და 3 569-ს შეადგენს.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია დოქტორანტების განაწილება სადოქტორო პროგრამების მიხედვით, 2023 წელს.
წინა წელთან შედარებით, კურსდამთავრებული დოქტორანტების რიცხოვნობა 3.0 პროცენტით შემცირდა და 521 პირი შეადგინა.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დოქტორანტურის კურსდამთავრებულთა განაწილება პროგრამების მიხედვით, 2023 წელს.