საქართველოს ხელისუფლებას პრაქტიკულად არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი, რომელიც რეალურად იქნებოდა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის აღსრულების მექანიზმი – ხატია დეკანოიძე

ოკუპირებულ გალში მომხდარი შემთხვევის შემდეგ, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში “ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიის” აღსრულების მექანიზმის ჩამოყალიბებას ითხოვს.
განცხადება ხატია დეკანოიძემ გააკეთა და თქვა, რომ საკითხს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე დააყენებს, რადგან ხელისუფლება აღნიშნული სიის აღსრულებისთვის ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.
“ჩვენ გვაქვს მიღებული რეზოლუცია, არსებობს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომლის მიხედვითაც, ძალიან სერიოზული, არა მხოლოდ სანქციები და სასჯელები უნდა დაეკისროს იმ ადამიანებს, ვინ პასუხისმგებლები არიან ამ ყველაფერზე, არამედ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაატაროს ძალიან კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს, ეს ძალიან მძიმე ფაქტები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველდღიურად, თითქმის არ გავა თქვე, რომ საქართველოს მოქალაქე არ გაიტაცონ ან ჩვენი მოქალაქე არ მოკლან, რისი მაგალითებით ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაგვიგროვდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლებას, პრაქტიკულად არ გადაუდგამს არც ერთი ისეთი ნაბიჯი, რომელიც რეალურად იქნებოდა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის აღსრულების მექანიზმი”, – განაცხადა დეკანოძიემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც 300 კაცს შეუძლია, გადაკეტოს ქვეყნის ცენტრალური გამზირი და ამაზე ადმინისტრაციული სანქციაც არ უნდა დააწესო თან, ყველაფერი შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან, არავის გავუტარებთ ლიბერალური ფაშიზმის წარმატების მცდელობას ჩვენს ქვეყანაში

აღშფოთებულნი რომ არიან დღეს ვიღაცები, ისინი ამ პროტესტში მონაწილეობენ გახარიას მხარდამხარ, რომელმაც გამოიყენა რეზინის ტყვიები და 7 ადამიანს დარჩა მძიმე კვალი ჯანმრთელობაზე, საიდანაც ორმა თვალი დაკარგა, ესეც ხომ ფარისევლობაა

ერთადერთი, ვინც პარლამენტს ლეგიტიმაციას ანიჭებს, ეს არის ქართველი ხალხი, არც ვიღაც ბრიუსელის ჩინოვნიკი და არც რადიკალური ოპოზიცია საქართველოში, არ შეიძლება, ქართველი ხალხი ვიღაც სააკაშვილმა, გვარამიამ, გახარიამ და ხაზარაძემ ჩატოვონ საბოტაჟის რეჟიმში