საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრებმა გაიმარჯვა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე

მარიამ ფროდიაშვილმა და მ ტყვიის მსროლელთა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვეს ოქროს მედალი შერეულ წყვილებში 10 მეტრზე პნევმატიკური იარაღიდან სროლაში. ქართველმა მსროლელებმა ფინალში დაამარცხეს გერმანელი წყვილი ცელინა ბეკერი და ედუარდ ბაუმაისტერი ანგარიშით – 17:15.
შერეულ წყვილებში 10 მეტრზე პნევმატიკური იარაღიდან სროლაში მონაწილეობას იღებდა მეორე ქართული წყვილიც (მარიამ აბრამიშვილი და იოანე ხვარეშია), რომელიც პლეი-ოფის ოთხეულში ვერ მოხვდა და 561 ქულით მე-7 ადგილზე გავიდა.