საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

უნგრეთის ქალაქი დიორი 10 მეტრზე პნევმატური იარაღიდან სროლაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე ახალგაზრდა შერეულ წყვილებს შორის ისტორიაში პირველად ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა.
მარიამ ფროდიაშვილმა და მ ფინალში გერმანელი წყვილი – ცელინა ბეკერი და ედუარდ ბაუმაისტერი ანგარიშით 17:15 დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. მესამე ადგილი აზერბაიჯანელ წყვილს ერგო.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ნინო სალუქვაძე, ლიზი კილაძე, მარიამ მარშავა, ლევან ქადაგიძე, ცოტნე მაჭავარიანი, აკაკი მოსულიშვილი, მარიამ ფროდიაშვილი, სალომე ფროდიაშვილი, მარიამ აბრამიშვილი, გიორგი მუმლაძე, იოანე ხვარეშია და შოთა სუმბაძე ასპარეზობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

“შესაძლებლობა რომ მქონდეს, „ოცნების“ ლიდერს ვკითხავდი – სურს კი, რომ მთელი მისი ქველმოქმედება რუსულ სპეცოპერაციას დაემსგავსოს, დაახლოებით ისეთს, როგორითაც რუსები უკრაინაში შეჭრისათვის ემზადებოდნენ?”