საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო პრეზიდენტ ერდოღანს და თურქ ხალხს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი თურქეთში, სამთო-სათხილამურო კურორტზე დატრიალებული ტრაგედიის გამო თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და თურქ ხალხს უსამძიმრებს.
მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში ხანძრის მსხვერპლთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.
„ძალიან დამწუხრებული ვარ თურქეთში, კარტალკაიას სათხილამურო კურორტის სასტუმროში მომხდარი გამანადგურებელი ხანძრის გამო. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანს. თანავუგრძნობთ მსხვერპლთა ოჯახებს და სოლიდარულნი ვართ თურქი ხალხისადმი“, – აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა კვარაცხელია „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე: ამ მდგომარეობაში მიმიყვანეს საავადმყოფოში. ჩემს მამიდაშვილს ანახეს ფილმი დედაჩემი, როგორ დადის პურზე, მეუღლე, სად აყენებდა მანქანას. უთხრეს, უთხარი თუ არ გაჩერდება მის ოჯახზე ყველაფერი გვაქვსო