„საქართველოს პარლამენტის ძვირფასო კოლეგებო, ისარგებლეთ დღევანდელი შანსით! დააბრუნეთ თქვენი დიდებული ქვეყანა სწორ გზაზე!“- მაიკლ როთი

საქართველოს პარლამენტის ძვირფასო კოლეგებო, ისარგებლეთ დღევანდელი შანსით! დააბრუნეთ თქვენი დიდებული ქვეყანა სწორ გზაზე, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი X-ზე წერს.
„ჩვენთვის, პოლიტიკოსებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ხალხს ყურადღებით მოვუსმინოთ. ქართველი ხალხის მესიჯი კრისტალურად ნათელია: შეაჩერეთ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი! საქართველოს პარლამენტის ძვირფასო კოლეგებო, ისარგებლეთ დღევანდელი შანსით! დააბრუნეთ თქვენი დიდებული ქვეყანა სწორ გზაზე. საქართველოს მომავალი ევროკავშირია!“, – წერს მაიკლ როთი.
შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მასზე თანდართულ კანონპროექტს განიხილავს. ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კანონს დადგენილ ვადაში ხელს არ მოაწერს, მას 5 დღის ვადაში ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.

ასევე დაგაინტერესებთ