საქართველოს მთავრობის ცნობით, 2024 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

საქართველოს მთავრობის ცნობით, 2024 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა.

წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით, უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად – 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7 პროცენტი შეადგინა.

დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 19.1 ათასით გაიზარდა და 935.8 ათასს გაუტოლდა, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 41.3 ათასით გაიზარდა და 451.5 ათასი შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ასევე აღნიშნეს, რომ საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მომავალშიც მხარს დაუჭერენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგს