საქართველოს ლიდერები საბჭოთა ოკუპაციის დღეს იხსენებენ

საბჭოთა ოკუპაციის დღის 103-ე წლისთავზე, 2024 წლის 25 თებერვალს, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი და თბილისის მერი ერთად ეწვივდნენ იუნკერთა მემორიალს კოჯორში და იგი გვირგვინით შეამკეს.
ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, 25 თებერვალს სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს.
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მემორიალთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 1921 წელს „უმძიმესი დღეები იყო საქართველოს ისტორიაში“, მაგრამ „ამავდროულად, ამ დღეებში მთელმა მსოფლიომ, სამყარომ დაინახა, თუ რაოდენ დიდია იყო სიმამაცე, პატრიოტიზმი საქართველოს სახეომწიფოს მცველებისა“.
ირაკლი სთან, ირაკლი ჩიქოვანთან, შალვა პაპუაშვილთან და სთან ერთად მემორიალზე იმყოფებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც.
მათთან ერთად კვლავ არ იმყოფებოდა პრეზიდენტი .
პრეზიდენტმა ორი დღით ადრე განაცხადა, რომ 23 თებერვალს პარლამენტში იუნკერთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად გამართულ ცერემონიაზე დასწრების საშუალება არ მიეცა.
შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „ქალბატონი სალომეს მიწვევა გათვალისწინებული არ ყოფილა“.
25 თებერვალს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „რუსული იმპერიალისტური მცდელობები, რომ გამოსცადოს ჩვენი თავისუფალი და დამოკიდებელი ნება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ ჰიბრიდული ზომების საშუალებით, წარსულში ვერ დაგვაბრუნებს. საქართველო დამოუკიდებლად და მყარად დგას, მტკიცედ მიემართება ევროპისკენ და ქართველ ხალხს არჩეულ გზას ვერავინ შეაცვლევინებს“.
იუნკერთა მემორიალს პატივი მიაგეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმაც.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა მ განაცხადა, რომ ყველა, ვინც საბჭოთა ს, სტალინის, ლენინის, ამ ბოროტების იმპერიის მემკვიდრეობას ცალსახა ბოროტებად არ აფასებს, გმირთა ხსოვნას აყენებს შეურაცხყოფას და ჩვენს მომავალს უქმნის საფრთხეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ „როდესაც ჩვენი ევროპული ინტეგრაცია არის გარდაუვალი, რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ ისინი უკვე არიან გამარჯვებულები და ისინი იქნებიან მუდამ გამარჯვებულები, რადგან ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის მარადიული“.
1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა.
დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება.
საქართველოს პარლამენტმა 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოაცხადა.
დაწერეთ კომენტარი