საქართველოს ევროპაში ყველაზე მეტი უქმე დღე აქვს

საქართველოს ევროპაში ყველაზე მეტი უქმე დღე აქვს. მიზეზი მთავრობის 30 აპრილისა და 15 მაისის დადგენილებებია, რის საფუძველზეც, ჯერ 7,8,10 მაისი გამოცხადდა უქმე დღედ, შემდეგ კი 2024 წლის 17 მაისი(ოჯახის სიწმინდის დღე). ოფიციალურად, შრომითი კოდექსის თანახმად დასვენებებისთვის წელიწადში 17 დღე არის გამოყოფილი, მაგრამ წელს მათი რაოდენობა 21-მდე არის გაზრდილი, რაც ევროპის მასშტაბით რეკორდული მაჩვენებელია.

ცნობისთვის, საფრანგეთში ოფიციალურად 11 დასვენების დღე არის, მაგალითად ახალი წლის (1 იანვარი), შობის (25 დეკემბერი), ბასტილიის აღების 14 ივლისი) და ა.შ. საფრანგეთის არდადეგები მეტწილად ქვეყნის ძლიერ კათოლიკურ მემკვიდრეობას და ისტორიულ მოვლენებს უკავშირდება, ამის ნათელი მაგალითი სწორედ ბასტილიის დღეა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციას აღნიშნავს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა.

გერმანიაში სახალხო არდადეგების საერთო რაოდენობა 9-13 დღეა და ფედერალური მიწების მიხედვით მერყეობს. ახალი წლისა და შობის გარდა აღსანიშნავია გერმანიის ერთიანობის დღე (3 ოქტომბერი). ამ შემიხვევა ეროვნული და რეგიონული დღესასწაულების ნაზავთან გვაქვს საქმე, რომლებიც ქვეყნის თანამედროვე ისტორიასთან განსაკუთრებით მჭიდრო კავშირშია.

იტალიაში საჯარო არდადეგების რაოდენობა ოფიციალურად 12-ს შეადგენს, საერთო დღესასწაულების გარდა აღსანიშნავია გათავისუფლების დღე (25 აპრილი). დღესასწაულების უმრავლესობა წმინდანებსა და რელიგიურ მოვლენებს, ხოლო განთავისუფლების დღე კი იტალიაში ნაცისტური ოკუპაციის დასასრულს უკავშირდება.

ესპანეთში დასვენებისთვის 14 დღეა დათმობილი. ქრისტიანული დღესასწაულების გარდა, განსაკუთრებით აღნიშნავენ ესპანეთის ეროვნულ დღეს (12 ოქტომბერი). ეროვნული დღე კოლუმბის მიერ, ამერიკის აღმოჩენას უკავშირდება.

დიდ ბრიტანეთში მხოლოდ 8 სახალხო არდადეგების დღეა. ისინი მოიცავს ტრადიციულ ქრისტიანულ დღესასწაულებს და ზოგიერთ უნიკალურ ბრიტანულ კალენდარს, როგორიცაა მაგალითად Boxing day. მიუხედავად უცნაური სახელისა, იგი საბანკო დღესასწაულია და არაა დაკავშირებული რაიმე ისტორიულ თუ რელიგიურ მოვლენასთან.

აქედან გამომდინარე საქართველოს უფრო მეტი სახალხო არდადეგები აქვს, ვიდრე გაერთიანებულ სამეფოს (8) და საფრანგეთს (11), შედარებით უფრო ახლოს ვართ ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ესპანეთი (14) და იტალია (12). როგორც უკვე აღინიშნა გერმანიის არდადეგების რაოდენობა შტატებში განსხვავებულია, მაგრამ ყველაზე დიდსულოვან შტატებშიც კი, სულ 13 დასვენების დღეა, რაც ჩამორჩება საქართველოს მაჩვენებელს.

წყარო