საქართველომ, I კვარტალში, $87 000-ის მანეკენი იყიდა

I კვარტალში, საქართველოში, $87 320-ის ღირებულების 6.88 ტონა მანეკენი იმპორტირდა. მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია, საიდანაც $26 980-ის ღირებულების 4.25 ტონა მანეკენი (მანეკენები თერძებისათვის) შემოვიდა.
5 იმპორტიორი ქვეყანა და იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა შემდეგნაირად გამოიყურება:
თურქეთი – $26 980-ის ღირებულების 4.25 ტონა
ჩინეთი – $7 920-ის ღირებულების 0.79 ტონა
იტალია – $21 950-ის ღირებულების 0.56 ტონა
საფრანგეთი – $6 880-ის ღირებულების 0.54 ტონა
ესპანეთი – $11 330-ის ღირებულების 0.34 ტონა