საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა პარლამენტში უნდობლობის მორიგი ვოტუმი გადალახა

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ არ დაუჭირა მხარი სოციალისტური პარტიის ინიციირებულ უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებას პრემიერ–მინისტრის ფრანსუა ბაირუსთვის – იუწყება Le Figaro.
გაზეთი წერს, რომ “სპონტანური” ვოტუმი ჩავარდა როგორც მოსალოდნელი იყო მემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ მხარდაჭერის გარეშე და მიიღო 181 ხმა, მაშინ როცა მთავრობის გადასაყენებლად საჭიროა 289 დეპუტატის მხარდაჭერა.