საუკუნის ძარცვა: რამდენი მილიონის გატაცება მოახერხა ილია გელაშვილმა?

38 წლის ილია გელაშვილი ის ადამიანია, რომელმაც საქართველოს ყველაზე დაცული ბანკიდან – 9 მილიონ ლარზე მეტი (დაახლოებით, 4 მილიონი დოლარი) გაიტაცა. ეს არის ყველაზე დიდი ძარცვა საქართველოს ისტორიაში, ბოლო 108 წლის განმავლობაში.
2014 წელს, „“ ყველაზე დაცულ ბანკად საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა, გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგების ანალიზის შედეგად დაასახელა.
ილია გელაშვილი წლების განმავლობაში, „პრივატ ბანკის“ საინკასაციო სამსახურში მუშაობდა. 2014 წლის ბოლოდან კი როცა „პრივატ ბანკი“ „საქართველოს ბანკმა“ შეისრუტა, იგი გაერთიანებული საინკასაციო სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდა.
გელაშვილზე ძალზე მწირი ინფორმაცია არსებობს. იგი ბორჯომში დაიბადა, საშუალო განათლება გორში მიიღო. მშობლების გარეშე გაიზარდა (წყაროს ცნობით, დედამ თავი მოიკლა) და მისი მეურვე ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველი, მეუფე იობი იყო.
თბილისში, ნაძალადევის უბანში ხელმოკლედ ცხოვრობდა. „საქართველოს ბანკში“ ბოლო დროს, სწორედ გელაშვილის უშუალო მეთვალყურების ქვეშ ხდებოდა საბანკო ინკასაციის პროცესი.
თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი, ნახევარზე მეტი ამოღებულია. პირი, რომელიც არის ძებნაში, მისი პიროვნება იდენტიფიცირებულია. იმედი მაქვს, რომ აუცილებლად მოხდება მისი დაკავებაც. მეტად მნიშვნელოვანია და პრინციპულია ჩვენთვის ამ საქმის ბოლომდე მიყვანა.“ მურთაზ კიკორია, “საქართველოს ბანკის” გენდირექტორი
24 ოქტომბერს, გელაშვილმა „ს“ ინკასაციის მანქანა, რომელშიც, სხვადასხვა ვალუტაში, 9 მილიონზე მეტი იყო, თავისუფლების მოედნიდან წაიყვანა.
შემდეგ, სპეცმანქანა GPS-ის სისტემიდან გათიშა, პლეხანოვზე მიატოვა, ფული გაიტაცა და დაუდასტურებელი ინფორმაციით, ლარსის საბაჟოს გავლით, რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთში გადავიდა.
ნიშანდობლივია, რომ გელაშვილს საუკუნის ძარცვიდან 3 დღეში, 38 წელი შეუსრულდა და საკუთარ თავს ასეთი „საჩუქარი“ გაუკეთა.
მურთაზ კიკორიამ, “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, რომელიც ამ თანამდებობაზე სექტემბერში დაინიშნა, განაცხადა, რომ ბანკისთვის ილია გელაშვილის დაკავებას და გატაცებული თანხის სრულად დაბრუნებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.
„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ქურდობა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ. თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი, ნახევარზე მეტი ამოღებულია.
პირი, რომელიც არის ძებნაში, მისი პიროვნება იდენტიფიცირებულია. იმედი მაქვს, რომ აუცილებლად მოხდება მისი დაკავებაც. მეტად მნიშვნელოვანია და პრინციპულია ჩვენთვის, ამ საქმის ბოლომდე მიყვანა.“
შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ კვირაზე მეტი დასჭირდა, რომ ყველაზე გახმაურებული დანაშაული ნაწილობრივ გაეხსნა. „საქართველოს ბანკიდან“ ილია გელაშვილის მიერ გატაცებული მილიონების ნაწილს, პოლიციამ 10 ნოემბერს ღამით, თბილისში, კონიაკის დასახლებაში, დავით სარაჯიშვილის ქუჩაზე მიაგნო.
პოლიციის ინფორმაციით, გატაცებული ფულის ნაწილი ამოღებული იქნა გელაშვილის თანამზრახველების ბინიდან, ავტოფარეხიდან და სარდაფიდან.
„ამერიკის ხმამ“ გაარკვია, რომ ერთ-ერთი დაკავებული, ილია გელაშვილის ახლო მეგობარი, 49 წლის მალხაზ ბაკურაძეა, მეორე კი იქვე მცხოვრები, 37 წლის ქალბატონი. მათ ბრალი უკვე წარედგინათ. დაკავებულების ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
„საქართველოს ბანკის“ დირექტორი ამტკიცებს, რომ გუშინდელი სპეცოპერაციის შედეგად, ბანკმა გატაცებული თანხის ნახევარზე მეტი დაიბრუნა.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ამჟამად ძებნაში მყოფი ილია გელაშვილი, „საქართველოს ბანკის“ საცავიდან 9 მილიონ 197 ათას 771 ლარს მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა. მამუკა ჭელიძე,
ზუსტად რა ოდენობის ფულის გადატანა შეძლო ილია გელაშვილმა ლარსის საბაჟოზე ან საერთოდ როგორ მოახერხა ამდენი თანხის სახელმწიფო საზღვარზე გადატანა, ჰყავდა თუ არა დამხმარეები? ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ არ საუბრობენ.
არაფიციალურად, ამბობენ რომ გელაშვილმა რუსეთში, სადაც ნათესავები ჰყავს, დაახლოებით 4,5 მილიონი ლარი გადაიტანა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხის ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძე აღნიშნა, რომ ილია გელაშვილზე ძებნაა გამოცხადებული.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ამჟამად ძებნაში მყოფი ილია გელაშვილი, 24 ოქტომბერს თბილისში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე, „საქართველოს ბანკის“ საცავიდან 9 მილიონ 197 ათას 771 ლარს მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა. იგი იძებნება.“
ბოლოს, ასეთი დიდი მასშტაბის ძარცვა საქართველოში, 108 წლის უკან მოხდა. ნიშანდობლივია, რომ თითქმის, იმავე ადგილზე, საიდანაც ილია გელაშვილმა, 24 ოქტომბერს, 9 მილიონ ლარზე მეტი გაიტაცა.