სანქტ-პეტერბურგში სახლს დრონი დაეცა – მედია

სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა გაავრცელა ცნობა „შემთხვევის“ შესახებ.
„მსხვერპლი არ არის. ნაწილობრივ დაზიანდა ორი სახლის შემინული აივნები. მოხდა დაზარალებული ბინების მცხოვრებთა ევაკუაცია“, – წერს საკუთარ ტელეგრამარხზე ალექსანდრ ბეგლოვი.
მისი ინფორმაციით, კრასნოგვარდეისკის რაიონში მუშაობენ საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ჯგუფები და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. იკვლევენ შენობის დაზიანების ხარისხს. ბეგლოვი აცხადებს, რომ თავად სპეციალურ ოპერატიულ შტაბს ჩაუდგა სათავეში.
გუბერნატორი მიზეზს არ ასახელებს.
მედიის ცნობით, კრასნოგვარდეისკის რაიონში, 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლი უპილოტო საფრენი აპარატის ჩავარდნის შედეგად დაზიანდა. არაერთი ტელეგრამარხი იტყობინება, რომ, 2 მარტს, დილით ადრე, ადგილობრივებმა ცაში ორი დრონი შენიშნეს. ვარაუდობენ, რომ საცხოვრებელ სახლს დაეცა მხოლოდ ერთი. მიმდინარეობს მეორე დრონის ძებნა.
შემთხვევის შედეგად ევაკუირებულია ასი ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

„სულ ის ფრაზა მიტრიალებს თავში – ძია გივის საფლავის მოწესრიგება რომ დაასრულე უკბილოდ იხუმრე – ისეთი საფლავი გამოვიდა, სიკვდილი მოგინდებაო კაცს!“ – დიმიტრი ხვთისიაშვილი ზურა ბერიკაშვილზე

ირაკლი ნადირაძე – პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე ვსაუბრობთ – როგორ ჰქონდეს თითოეულ მოქალაქეს ევროკავშირის პასპორტი, როგორ შეეძლოთ უვიზო მიმოსვლა აშშ-ში, როგორ ექნება ჩვენს ქვეყანას 14 მილიარდ ევროიან ფონდთან წვდომა