სანქტ-პეტერბურგში, რუსულმა საჰაერო თავდაცვამ დრონი ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული „ტელეგრამ“ არხი Mash-ი ავრცელებს.
რუსული „ტელეგრამ“ არხის, Mash-ის ცნობით, გვიან ღამით, საჰაერო თავდაცვითი სამუშაოების შედეგად, სანქტ-პეტერბურგში საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.