სამხრეთ ლიბანში, ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად, „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაური დაიღუპა

სამხრეთ ლიბანში, ს სარაკეტო დარტყმის შედეგად, „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაური დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანური მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დრონის გამოყენებით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის მომენტში ავტომობილი ქალაქ ნაქურას მახლობლად იმყოფებოდა.
სამხრეთ ლიბანში განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი, მათ შორის, „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაური დაიღუპა.