სამხრეთ ლიბანში ისრაელის იერიშის შედეგად ჰეზბოლას 3 წევრი, მათ შორის, მეთაური მოკვდა

სამხრეთ ლიბანში ს საჰაერო თავდასხმის შედეგად ჰეზბოლას 3 წევრი, მათ შორის, ტერორისტული დაჯგუფების მეთაური მოკვდა. ამის შესახებ The Times of Israel-ი ლიბანურ მედიაზე დაყრდნობით წერს.
ამავე ინფორმაციით, ჰეზბოლას წევრები სარაკეტო იერიშის დრომ იმყოფებოდნენ მანქანაში, ქალაქ ნაქურას მახლობლად.
ჰეზბოლამ ისრაელზე ყოველდღიური თავდასხმები 8 ოქტომბერს დაიწყო. ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფება აცხადებს, რომ ამას აკეთებს ჰამას-ისრაელის 7 ოქტომბერს დაწყებულ ომში ღაზის სექტორის მხარდასაჭერად.
მიმდინარე კვირას ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერზი ჰალევიმ თქვა, რომ ჰეზბოლა “ძალიან ძვირს გადაიხდის” ჩრდილოეთ ისრაელზე თავდასხმებისთვის.