სამხედრო ტყვესთან დაკავშირებით სახელმწიფო ვერ მოქმედებს | მდინარაძის განმარტება რუსეთის ტყვეობაში მყოფ ქართველ მებრძოლებზე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივანს ჟურნალისტებმა ჰკითხეს ში მებრძოლი ორი ქართველის რუსების მიერ ტყვედ აყვანაზე. მდინარაძე ამბობს, რომ ყველა ფორმატს გამოიყენებენ მოქალაქეების უფლებების დასაცავად, თუმცა როგორც სამხედრო ტყვესთან დაკავშირებით, ქართული სახელმწიფო ვერ მოქმედებს.
მისი თქმით, არსებობს მაგალითად წითელი ჯვარი და ე.წ. შვეიცარიული ფორმატი იმისთვის, რომ ამ ფორმატებში საქართველომ იზრუნოს თავის მოქალაქეზე.
“პრეცედენტი აქამდე, როგორც მახსოვს, ჩვენ არ გვქონია ამგვარი და რთულ მდგომარეობაშია ამ დროს სახელმწიფო თავის პოზიციასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს უნდა გავყოთ ორად. როგორც სამხედრო ტყვესთან დაკავშირებით, ქართული სახელმწიფო ვერ მოქმედებს, იმიტომ, რომ ის არ არის მხარე უშუალოდ ჩართული ამაში და არც უნდა იყოს და არც იქნება, შესაბამისად, სამხედრო ტყვეზე სახელმწიფო ვერ რეაგირებს. […] მეორე მხრივ, არსებობს სხვა ფორმატები, მაგალითად წითელი ჯვარი, შვეიცარიული ფორმატი, იმიტომ, რომ ერთადერთი მედიატორი ოკუპანტ მხარესთან ჩვენ გყავს შვეიცარიის საელჩო და ეს ორი ძირითადი ფორმატი არსებობს საიმისოდ, რომ ამ ფორმატებში საქართველომ იზრუნოს თავის მოქალაქეზე. ამ შემთხვევაში ეს სტატუსები იყოფა ერთადერთი რამის გამო, რომ სამხედრო ტყვესთან დაკავშირებით ახორციელებს გარკვეულ მოქმედებებს უკრაინა, ის არის ომის მხარე, და ის მოქმედებს ამასთან დაკავშირებით, როგორც მოქალაქეზე, საქართველოს შეუძლია იზრუნოს ამ ფარგლებში და ამ ფორმატში, წითელი ჯვარი, შვეიცარიის საელჩო, როგორც მოქალაქესთან დაკავშირებით თუკი რამე შესაძლებლობა იქნება ამ შესაძლებლობას გამოიყენებს ბოლომდე ქართული სახელმწიფო თავის მოქალაქესთან მიმართებაში”, – თქვა მდინარაძემ.
იხილეთ:
· რუსებმა უკრაინაში მებრძოლი ორი ქართველი ტყვედ აიყვანეს | კრემლის მედია ე.წ. გამოკითხვის კადრებს ავრცელებს