სამოხელეო დანაშაული გელათის რეაბილიტაციაში – პროკურატურაში განცხადება შევიდა

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა პროკურატურას მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია გელათის საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ უკვე ხარვეზიანი რეაბილიტაციის კონსერვაციის სამუშაოები, რომელიც ს მინისტრობის დროს, 2021-2022 წლებში განხორციელდა, სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო, თუმცა არასწორად მოწყობილი გადახურვის გამო მალევე კრიტიკულად დაზიანდა კედლის მხატვრობა. მოგვიანებით, კედლებზე ჩამოსული წყლისგან ფრესკების დასაცავად გელათის მთავარ ტაძარს თუნუქის დროებითი გადახურვა დაადგეს, რომელმაც არსებული პრობლემა კიდევ უფრო დაამძიმა.
“თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში და მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული რეკონსტრუქცია-კონსერვაციის სამუშაოების შედეგად დამდგარი ზიანი, მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიის გათვალისწინებით, სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რაც გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალური პროკურატურისთვის მიმართვის საფუძველი გახდა. მინისტრის მიერ შერჩეულმა ჯგუფმა 2021 წლის ოქტომბერში ჯერ კიდევ გამოუმშრალ, სველ ბათქაშზე განახორციელეს არა მხოლოდ საკონსერვაციო, არამედ სარესტავრაციო სამუშაოებიც, რამაც მოგვიანებით კედლის მხატვრობა კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა, რაც დადასტურდა სპეციალისტების დასკვნებით”, – წერია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, თეა წულუკიანი არაერთი საერთაშორისო საექსპერტო დასკვნით იყო ინფორმირებული იმ მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ, რაც შერჩეული მეთოდოლოგიით ჩარევებს მოჰყვებოდა: “შედეგად, ტაძრის მოხატულობების ისედაც კრიტიკული მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა შესაბამისად, ალტერნატიული საექსპერტო დასკვნები მიუთითებდა ძეგლის დაზიანების შესაძლებლობაზე, რომელიც არ იქნა გაზიარებული პასუხისმგებელი პირის მიერ, რისი გათვალისწინებაც მინისტრს ევალებოდა და შეეძლო კიდეც”.
ორგანიზაციის ცნობითვე, ძეგლზე ჩარევების განხორციელებამდე გელათის კომპლექსის მართვის სამოქმედო გეგმა და ეფექტური ზედამხედველობა არ არსებობდა. მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი “უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალე” იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძე: … მაგ­რამ თუ მაქვს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია და მა­ფი­ნან­სებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ამ კა­ნონს არ ვექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი, ჩემი შე­მო­სავ­ლე­ბი და ხარ­ჯე­ბი არ არის გამჭვირ­ვა­ლე