სამი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა – დუბლინში, შეიარაღებული პირი გამვლელებს თავს დაესხა

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დანით შეიარაღებული პირი გამვლელებს დაესხა თავს. თავდასხმა სასწავლო დაწესებულებასთან ახლოს მოხდა. მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა სულ მცირე 5 ადამიანი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანია.
მედიის ცნობით, მათი მდგომარეობა მძიმეა. თავდასხმის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.