სამი ადამიანი დაიღუპა რუსეთის მიერ ხერსონის რაიონის სოფელ ჩერნობაევკის კასეტური ჭურვებით დაბომბვის შედეგად

ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ორი კაცი და ერთი ქალი დაიღუპა ს არმიის მიერ ხერსონის რაიონის სოფელ ჩერნობაევკის კასეტური ჭურვებით დაბომბვის შედეგად. კიდევ ხუთი დაშავდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ, იგორ კლიმენკოს თქმით, ჩერნობაევკის დაბომბვის შედეგად, 60-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და შენობა დაზიანდა.

დღესვე რუსმა სამხედროებმა ქალაქ ბერისლავში დრონიდან ასაფეთქებელი ნივთიერება ჩამოაგდეს. ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე პროკუდინის თქმით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 70 წლის მამაკაცი, რომელიც თავდასხმის დროს ქუჩაში ველოსიპედით მიდიოდა.
რუსულმა არმიამ საარტილერიო ცეცხლი დაუშინა ხერსონის რაიონის სოფელ ანტონოვკას. იქ ჭურვის ნამსხვრევის შედეგად დაშავდა 51 წლის ქალი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
2022 წლის შემოდგომაზე დეოკუპაციის შემდეგ, ხერსონი რუსეთის არმიის მიერ ყოველდღიური დაბომბვის ქვეშაა. ყოველდღე, რუსეთის ჯარები რეგიონულ ცენტრს რამდენიმე ასეულ ჭურვსა და რაკეტას უშენენ.

22 ნოემბერს რუსმა სამხედროებმა ხერსონს 29 ჭურვი ესროლეს. ამავე დროს, ზოგადად, გასული დღის განმავლობაში, რუსეთის არმიამ 65-ჯერ დაბომბა უკრაინის კონტროლის ქვეშ არსებული რეგიონის ტერიტორია. ამ თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თემურ ქათამაძე – მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციამ „ვივამედთან“ ერთად სკანდალური სპეცოპერაცია ჩაატარა – შეეცადნენ ჩემი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენებას არასათანადო კვების მიწოდებით