სამარცხვინოა, რომ ამ ურთულეს ვითარებაშიც კი, ოპოზიცია და მისი მედია სამარცხვინო მანიპულაციებს მიმართავს, რომლის მიზანი, ისედაც რთულ დროს, ადამიანების ისედაც დამძიმებულ ემოციებზე თამაშია

სამარცხვინოა, რომ ამ ურთულეს ვითარებაშიც კი, ოპოზიცია და მისი მედია სამარცხვინო მანიპულაციებს მიმართავს, რომლის მიზანი, ისედაც რთულ დროს, ადამიანების ისედაც დამძიმებულ ემოციებზე თამაშია
სამარცხვინოა, რომ ამ ურთულეს ვითარებაშიც კი, ოპოზიცია და მისი მედია სამარცხვინო მანიპულაციებს მიმართავს, რომლის მიზანი, ისედაც რთულ დროს, ადამიანების ისედაც დამძიმებულ ემოციებზე თამაშია, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპიაშვილი.
როგორც აღნიშნავს, ფაქტია, რომ არ არსებობს უბედურება, რომლით პოლიტიკურ მანიპულირებასაც ისინი ითაკილებენ.
„სამარცხვინოა, რომ ამ ურთულეს ვითარებაშიც კი, ოპოზიცია და მისი მედია სამარცხვინო მანიპულაციებს მიმართავს, რომლის მიზანი, ისედაც რთულ დროს, ადამიანების ისედაც დამძიმებულ ემოციებზე თამაშია.
ფაქტია, რომ არ არსებობს უბედურება, რომლით პოლიტიკურ მანიპულირებასაც ისინი ითაკილებენ.
სახელმწიფო მთელი რესურსით ჩართულია სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში, მიუხედავად იმისა, რომ თოვა არ წყდება, რაც როგორც გაწმენდით ისე სამაშველო სამუშაოებს აფერხებს.
მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციას, მაშველებს, ჯარს, ყველა უწყებას, რომლებიც ჩართული არიან სტიქიასთან ბრძოლის საქმეში.
ყველას მოვუწოდებ, გვერდზე გადავდოთ სტიქიური უბედურების პოლიტიზების მცდელობა და ძალისხმევა დაზარალებული მოსახლეობის თანაგრძნობისა და გამხნევებისკენ მივმართოთ“, – წერს იგი.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული დელეგაციის აშშ-ში ვიზიტი და გამართული შეხვედრების შედეგები, ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის სურვილს და პერსპექტივას, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, ხელოვნურად შექმნილი წინაღობების გამო შეუძლებელი იყო

ქუჩის აქციით გაზომილი რეიტინგები ოპოზიციის სასარგებლო არაა ამჟამად. რუსთაველზე შენარჩუნებული აქციის მცირე მასშტაბები მთელი საქართველოს განწყობილებების გამოხატულებად ვერ ჩაითვლება