პრემიერ-მინისტრი კორპორაცია „ინდორამას“ მფლობელ ამიტ ლოჰიას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსთავის აზოტის ინვესტორი კორპორაცია „ინდორამას“ მფლობელ ამიტ ლოჰიას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორპორაციის მიერ საქართველოში განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციებს, ასევე მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელ ერთ-ერთ უმსხვილეს ქიმიურ საწარმოში – რუსთავის აზოტში დაგეგმილ სიახლეებს.
კორპორაციის მფლობელმა საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ხელს უწყობს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას, რაც ეკონომიკურ ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე აისახება.
მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია „ინდორამა“ მინერალური სასუქების, ინდუსტრიული ქიმიკატებისა და სხვადასხვა ქიმიური პროდუქტის მწარმოებელ საწარმოებს აერთიანებს. კორპორაცია ფლობს 160-ზე მეტ საწარმოს მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში და დასაქმებული ჰყავს 45 000 ათასზე მეტი ადამიანი.
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, რუსთავის აზოტის სამეთველყურეო საბჭოს დირექტორი პრაკაშ კეჯრივალი და რუსთავის აზოტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ეფრემ ურუმაშვილი დაესწრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება