სალონიკში, ქართველი, ორსული ქალი მოკლეს – დაკავებულია ქალის პარტნიორი და მისი მეგობარი

სალონიკში 41 წლის ქართველი, ორსული ქალი მოკლეს – ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა 2024 წლის 1-ელ იანვარს მოხდა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქალს ერთ-ერთ ბინაში, სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით 39 წლის პარტნიორმა და მისმა 34 წლის მეგობარმა მიაყენეს, რის შემდეგაც მის ჯიბეში არსებული 80 ევრო აიღეს.
მედიის ცნობით, მოკლული ქალი, პოლიციამ, 8 იანვარს, ტყეში, მანქანის საბარგულში იპოვა.
სამართალდამცველებმა ქალის პარტნიორი და მისი მეგობარი 13 იანვარს დააკავეს. დაკავებულებს გამოძიება განზრახ მკვლელობაში, ორსულობის იძულებით შეწყვეტაში, ძარცვაში, იარაღის უკანონო ტარება-გამოყენებაში ედავება. ისინი ბრალს არ აღიარებენ.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – მე რომ პარლამენტში, მაღალი ტრიბუნიდან ვამხელდი ლილუაშვილს, კოლექტიური კობახიძე-ვოლსკები ამბობდნენ, რომ ხაბეიშვილი არის პროვოკატორი – ახლა, როცა შიგნით დაჭამეს ერთმანეთი, თურმე, მართალი ვყოფილვარ

ნუგზარ წიკლაური – ერთადერთი რამ, რითაც ახლა იმართება ხელისუფლება, ეს არის შიში, ყველას უნდა ეშინოდეს – ლაპარაკი იმაზე, კორუმპირებულია თუ არა ლილუაშვილი, მეორე ხარისხოვანია, რადგან კორუმპირებულია პრაქტიკულად ყველა