სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
■ 1,3 მლნ. ადამიანი ანუ მოსახლეობის 35% შემწეობას ითხოვს. სააგენტოს ოფიციალური განცხადებით მიმართეს.
■ აქედან 708,764 ადამიანი უკვე არის საარსებო შემწეობის მიმღები.
■ 347,290 მოქალაქე სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთაა.
■ 19 წლამდე ასაკის 278,628 ადამიანი, ანუ ყოველი მე-3 ბავშვი შიმშილობს.
■ 880 ათასამდე პენსიონერი თვეში 350 ან 450 ლარიანი პენსიის შემყურეა.
■ 21 ათასამდე მარჩენალდაკარგულს თვეში 100 ლარიანი დახმარება აქვს.
■ 32 831 ომის მონაწილეს თვეში მხოლოდ 100 ლარი ერიცხება.
■ 225 ათასამდე დევნილს თვეში 45 ლარს აძლევენ.
■ 227,600 შრომისუნარიანი ადამიანი უმუშევარია.
■ 48 500 ახალგაზრდა (15-29 წლის) არც სწავლობს და არც დასაქმებულია.
■ 50 ათასამდე ადამიანი ინიექციური ნარკომომხმარებელია.
■აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა ბაზაში 20 369 ადამიანია რეგისტრირებული.
■ 2013 წლის მერე თითქმის მილიონი ადამიანი წავიდა ემიგრაციაში და აქედან, 300,000-მდე საზღვარგარეთ დარჩა.
■ წინა წელს, 13 043 სიმსივნის ახალი დიაგნოზი დაისვა. ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება.
■ საქართველოდან საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით წელიწადში საშუალოდ 50 ათასზე მეტი გასვლა დაფიქსირდა.
■ ოცნების 89 დეპუტატიდან 33, ხოლო 14 მინისტრიდან – 7 მილიონერია.
■ დეპუტატის ხელფასი 11 680 ლარია, სოც. დაუცველების – 30-60 ლარი.
■ უდიპლომო პრეზიდენტის ხელფასი 40-ჯერ აღემატება მოხუცის პენსიას.
ამ დროს ოცნება ამტკიცებს: ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობილი პოლიტიკა გავატარეთ. ჩვენზე კარგად ქვეყანაზე ვერავინ იზრუნებს. პირველ ადგილზეა საქართველო ევროპის კონტინენტზეო.