სალომე სამადაშვილი – რამდენჯერაც არ უნდა შეიცვალოს მთავრობა არჩევნებამდე, მისი მეთაური თუ რომელიმე მინისტრი, საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება” განწირულია მარცხისთვის – „ოცნება“ გაკოტრებული ძალაა

რამდენჯერაც არ უნდა შეიცვალოს დღეიდან არჩევნებამდე მთავრობა, მისი მეთაური თუ რომელიმე მინისტრი, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება” განწირულია მარცხისთვის, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” უკვე პოლიტიკურად გაკოტრებულია, რომელსაც მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზე აქვს.
„ქართული ოცნება” არის პოლიტიკურად გაკოტრებული ძალა, რომელსაც ისტორიულ მინიმუმზე აქვს დასული მხარდაჭერა და სწორედ ამიტომ დაბრუნდა , ს მოთხოვნით უშუალოდ თავად პოლიტიკაში. ნახეს რომ „ქართული ოცნების” რეიტინგს ამანაც ვერ უშველა და არათუ გაიზარდა, არამედ ყოველდღიურად მცირდება და სწორედ ამის მომასწავებელია ის, რომ უპრეცედენტოდ მმართველ პარტიას, ფაქტობრივად, რამდენიმე კვირის შუალედით უწევს მორიგი ყრილობის ჩატარება და გუნდის ახლებურად გადალაგება. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ მათ სჭირდებათ ხელისუფლება, რომელიც მათ ინტერესებს ემსახურება და არა ის გუნდი, რომელიც ერთი მხრივ, ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ ინტერესებს და მეორე მხრივ, ასრულებს რუსეთის დავალებებს. ამიტომ, რამდენჯერაც არ უნდა შეიცვალოს დღეიდან არჩევნებამდე მთავრობა, მისი მეთაური თუ რომელიმე მინისტრი, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე “ქართლი ოცნება” განწირულია მარცხისთვის”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის საკითხს, სამადაშვილმა აღნიშნა, რომ „ ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დისკრედიტირებული პოლიტიკოსი და მსგავსი ხალხის გარდა, რუსეთისთვის მისაღები კანდიდატები „ქართულ ოცნებაში” და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში აღარ დარჩა.”
„ირაკლი არის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დისკრედიტირებული პოლიტიკოსი და როგორც ჩანს, მსგავსი ხალხის გარდა, რუსეთისთვის მისაღები კანდიდატები „ქართულ ოცნებაში” და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში აღარ დარჩა. სხვა არანაირი ახსნა არ აქვს ამ გადაადგილებას. მთავარი არის, რომ ქართველ ხალხს არ სჭირდება გავრილოვის და რუსეთის მსახური ქვეყანა, რაც არ უნდა ერქვას მათ პრემიერ-მინისტრს, ღარიბაშვილი იქნება თუ კობახიძე”, – აღნიშნა სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც