სალომე ზურაბიშვილს თავად აქვს ამნეზია ან იმედი აქვს, რომ მოსახლეობას აქვს ამნეზია – არ ანაღვლებს, საქართველოში მის შესახებ რას იფიქრებენ – მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტის განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, “სალომე ზურაბიშვილს თავად აქვს ამნეზია ან იმედი აქვს, რომ საქართველოს მთელ მოსახლეობას აქვს ამნეზია, არ ანაღვლებს, საქართველოში მის შესახებ რას იფიქრებენ და მთავარია, მისთვის რას იფიქრებენ უცხოეთში.”
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ძალიან მძიმე სანახავია, როდესაც ზურაბიშვილი ქართველი ამომრჩევლების მიმართ ასეთ დამოკიდებულებებს ავლენს.
“არ ვიცი, გათვლა რაზე ჰქონდა გაკეთებული, როდესაც მისივე სიტყვებია “არა და არასდროს” დასმულ კითხვაზე შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს. “არა და არასდროს” ეს ნიშნავს იმას, რომ ის არ აპირებდა ამ პოზიციისთვის გადაეხედა. როდესაც ის ახალ ინტერვიუში ამბობს, რომ ასეთი რამ არ უთქვამს, თავად აქვს ამნეზია ან იმედი აქვს, რომ მთელ საქართველოს მოსახლეობას ამნეზია აქვს. მესამე ვარიანტია, მას არ ანაღვლებს საქართველოში მის შესახებ რას იფიქრებენ და მთავარია, მისთვის რას იფიქრებენ უცხოეთში, სადაც შეიძლება, მისი მანამდე გაკეთებული გამონათქვამი ვინმეს ნაკლებ ყურადღების ღირსად ჩაეთვალა და ახალა შეიძლება დროა მისთვის, რომ ასეთი განცხადებები აკეთოს,” – აღნიშნა სარჯველაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: “მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განმიცხადებია. შეწყალებასთან დაკავშირებით მე კომენტარებს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ.”

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში – ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა “ქართული ოცნების” გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ