სალომე ზურაბიშვილთან იჩივლეთ, ეგ არ იყო ტრამპის ინაუგურაციაზე საკუთარი იმბეცილი პერსონის დემონსტრირებას რომ ახდენდა და თქვენ – კვერს უკრავდით?!

„ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოში -ის საელჩოს ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას, აშშ-ის ელჩის, სა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შესახებ, რომელსაც რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან საპროტესტო კომენტარები მოჰყვა.
როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, რადიკალების საცოდაობა ის კი არ არის, რომ ლიბერალები არიან, არამედ ის, რომ საკუთარ უუნარობას ვერ აღიქვამენ და რეალობას ისე ასცდნენ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოზიციის დამუნათება საელჩოს განცხადების კომენტარებში დიდი საქმე ჰგონიათ. „მორჩა კინო, წადით სახლებში! “დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები.” ტრამპის ადმინისტრაციიდან პირველი გზავნილებიც მოვიდა, რაც თავისთავად ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის მომასწავებელია. ურთიერთობები გადაიტვირთება, რიგ საკითხებში დაემთხვევა ჩვენი და ამერიკელების ინტერესები, რიგ საკითხებში არ დაემთხვევა და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ყველაფერს ეშველება, გარდა ამ გასაცოდავებული სექტისა, რასაც ქართველი ლიბერალი ჰქვია.
ამათი საცოდაობა ის კი არ არის, რომ ლიბერალები არიან, არამედ საკუთარ უუნარობას ვერ აღიქვამენ და რეალობას ისე ასცდნენ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოზიციის დამუნათება საელჩოს განცხადების კომენტარებში დიდი საქმე ჰგონიათ. წადით, სალომე ზურაბიშვილთან იჩივლეთ, ეგ არ იყო ტრამპის ინაუგურაციაზე საკუთარი იმბეცილი პერსონის დემონსტრირებას რომ ახდენდა და თქვენ – კვერს უკრავდით?!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დიდგორობას ქართველი ერის უდრეკი სულის, ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლოა, დღეს ქართველი ერის თანამედროვე დიდგორი არის ბრძოლა ქვეყნის საბოლოო გამთლიანებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის

ვისაც აზროვნებისა და მეხსიერების პრობლემა არ აქვს, გაიხსენებს, რომ უკრაინის მსგავსად, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო საქართველოსთვისაც, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ კანონის გაუქმება იყო

იმის მიუხედავად, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების უკან დიპ სტეიტი, იგივე არაფორმალური ოლიგაქრიული მმართველობა დგას, ნებისმიერ ფასად, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების დაცვა იდეოლოგიური შტურმისგან