სად და როდის დაკრძალავენ პატრიარქს – დეტალები

2
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ – სინოდის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტმა, იობმა დაუდასტურა.
დაკრძალვამდე პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში იქნება დასვენებული.
დაკრძალვა იქნება კვირას, სიონის საკათედრო ტაძარში. პატრიარქის სურვილისამებრ. ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი. ეპოქალური პიროვნებაა, ერისა და ქვეყნის წინაშე ძალიან დიდი დამსახურება აქვს, როგორც სულიერად, ისე მატერიალურად, ყველა მხრივ. პატრიარქი იყო სიყვარულის პატრიარქი. არ არსებობს ადამიანი, მით უმეტეს, ქრისტიანი, რომ მისი უწმინდესობა არ უყვარდეს“, – თქვა მეუფე იობმა.
რამდენიმე წუთში, ილია მეორეს საპატრიარქო რეზიდენციიდან სამების ტაძარში გადაასვენებენ. მსვლელობა ცოტა ხანში დაიწყება.
სიონის ტაძარში დაკრძალული არიან:
კირიონ მეორე,
ამბროსი ხელაია,
ლეონიდე,
ქრისტოფერე,
კალისტრატე,
მელქისედეკ მესამე,
ეფრემ მეორე,
დავით მეხუთე.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად