საგარეჯოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
იაგუბ ხეირხაბაროვისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე, თელავის
რაიონულ სასამართლოში დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.
თავად 46 წლის ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. ხეირხაბაროვის ადვოკატი, მინარი მურღვაშვილი კი სასამართლოს არწმუნებდა, რომ მკვლელობა, ფაქტობრივად სხვა პირების ზემოქმედებით მოხდა, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფთან წამქეზებელ, შეურაცმყო ფელ სატელეფონო ზარებში გამოიხატებოდა.
სახელმწიფო ბრალდება მამაკაცს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, მკვლელობის მცდელობას, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა- ტარებას ედავება და შესაბამისად, პროკურორი დავით გველესიანი, სასამართლო პროცესზე ბრალდებულისათვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გამოვიდა.
გამოძიების მტკიცებით, ხეირბაროვმა მიიჩნია, რომ ყოფილმა ცოლმა მეორედ გათხოვებით მას შეურაცხყოფა მიაყენა.
ამ მიზეზით, ის თანასოფლელ ჯაფაროვების სახლში შეიჭრა, ყოფილი ცოლი დაჭრა, ქალის ამჟამინდელი მეუღლე, იაშარ ჯაფაროვი კი ადგილზე მოკლა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და აღკვეთის ღონისძიების სახით, ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენეთ, მკვლელობა სოფელ ქეშალოში 28 ნოემბერს მოხდა.
შემთხვევის შედეგად, გარდაცვლილია 35 წლამდე ასაკის მამაკაცი და დაჭრილია ქალი, რომელიც დღემდე საავადმყოფოში მკურნალობს.
ბრალდებული ორდღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 16 დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კუპრაძე – “ქართული ოცნების” ლიდერები იყენებენ, რომ ვიღაცამ უარი თქვა კანდიდატობაზე და გვერდით გაიწია, რატომ ხდება ეს? – ივანიშვილს არ უნდა ჩვენი არჩევნებში მონაწილეობა და ცდილობს ზეწოლა მოახდინოს, მოისყიდოს, დააშინოს

ვახუშტი მენაბდე – რაც მე მაშინებს, არის ის, რომ წინააღმდეგობის 300 დღეს დაუწესო ბოლო ვადა, ნებისმიერ თარიღს უნდა შევხედოთ, როგორც ბრძოლის მომდევნო დღეს – ვინც, რაღაც სცენარებს ჰპირდება საზოგადოებას, საფრთხეს უქმნის წინააღმდეგობას