საბურთალოზე მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

თბილისში, საბურთალოზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, სამართალდამცველებმა 1 პირი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ამ წუთებში კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ცივი იარაღის გამოყენებით მოხდა.

შეგახსენებთ, თბილისში, რამდენიმე წუთის წინ საბურთალოზე მამაკაცი მოკლეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – როდესაც აქ, ევროპაში, ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტები ინფრასტრუქტურას ანადგურებენ და ადამიანებს სიცოცხლეს ართმევენ, ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები უბრალოდ საწყობებში არ უნდა ინახებოდეს