საბერძნეთში დაკავებულ ქართველ მძარცველებს შორის ერთ-ერთი ე.წ კანონიერი ქურდია | დამნაშავეებს ჯამში 35-მდე ბინა აქვთ გატეხილი – ახალი დეტალები

საბერძნეთში დაკავებულ ქართველ მძარცველებს შორის ერთ-ერთი ე.წ კანონიერი ქურდია, დამნაშავეებს, 2 წლის განმავლობაში, დააახლოებით 35-მდე ბინა აქვთ გაძარცვული.

საქმის ახალი მასალებიდან ირკვევა, რომ დაჯგუფების წევრები კონკრეტულ რაიონებში სამიზნეებს ირჩევდნენ, ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდნენ და ბინებსა და სხვა ობიექნტებს შეუმჩნევლად ძარცვავდნენ.

საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება, გამოკითხვაზე დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირში მყოფი 13 ადამიან იმყოფება. შესაძლოა, გაიზარდოს ბრალდებულთა წრე.

როგორც მედია წერს, დაწყებულია დაკავებული პირების დეპორტაციის პროცესიც.

იხილეთ ასევე:
· მედია: საბერძნეთში დააკავეს ქართველები, რომლებმაც ავსტრალიის არქიეპისკოპოსის ბინა გაქურდეს