„სააკაშვილმა დღეს თქვა ერთი, ხაბეიშვილმა თქვა მეორე…“ – ნიკა მელია

ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბიშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებებს ასე ემხაურება:
“არსებობს 40 000 პარტიის მხარდამჭერის ხელმოწერა, რომელიც გამოსავლის სახით არის ნაჩვენები, აპირებენ საერთოდ განხილვას ამ ინიციატივის? აპირებენ რომ ასახონ ეს ინიციატივა, ნაწილობრივ მაინც მანიფესტში? ეთანხმებიან სააკაშვილს, რომ პარტიის პოლიტსაბჭოდან ხალხი არ უნდა გაყრილიყო? ადამიანს რომელსაც სურს თანამშრომლობა ის არ ესაუბრება ათიათასობით თანამოაზრეს, ჯერ კიდევ, ყოველ შემთხვევაში ფორმალურად პარტიის წვერებს მგლის ბილეთების გადაცემით, ასე არ იქცევიან. როდესაც შენ გინდა თანამშრომლობა საბჭოდან არ ყრი ხალხს, როდესაც შენ ამ შეცდომას დაუშვებ, შეგიძლია აღიარო ეს შეცდომა და ამის შემდეგ მოგიგვარდება ეს პრობლემა. მაგრამ შეცდომაში, რბილად რომ ვთქვათ გაჯიუტებას აქვს ადგილი. მარტივად რომ შევაფასოთ, სააკაშვილმა დღეს თქვა ერთი, ხაბეიშვილმა თქვა მეორე…“

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)