სააკაშვილი: მეც ნავალნისავით ბოლომდე ვიბრძოლებ პუტინიზმის დასამარცხებლად

განცხადებას ავრცელებს და რუსი ოპოზიციონერი ს დაღუპვას ეხმაურება. სააკაშვილის თქმით, პუტინი ნავალნის მას ხშირად ადარებდა და ისიც ნავალნის მსგავსად ბოლომდე იბრძოლებს საქართველოში პუტინიზმის დასამარცხებლად:
„პუტინმა ციხეში მოკლა ალექსეი ნავალნი. შარშან ნავალნიმ ციხიდან ჩემს მხარდასაჭერად წერილი გამოაგზავნა. პუტინი ნავალნის მე ხშირად მადარებდა და, რა თქმა უნდა, ერთიანად ვეზიზღებოდით.
შარშან პუტინის დავალებით ოლიგარქის პრორუსულმა რეჟიმმა მომწამლა ციხეში და მაშინ ღმერთმა გადამარჩინა. რა თქმა უნდა, ივანიშვილს ხელი არ აუღია პუტინის დავალების შესრულებაზე და მეც ნავალნის მსგავსად ბოლომდე ვიბრძოლებ პუტინიზმის დამარცხებისთვის საქართველოში,” – წერია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – თუ ოპოზიციაში ერთობა არ გამოვიდა, გამიხარდება შეიქმნას 3-4 ცენტრი, რომ ბარიერის მიღმა არავინ დარჩეს, რადგან ეს „ქართული ოცნების“ ინტერესებზე წყლის დასხმაა – საჭიროა ვიწრო პარტიულ და ადამიანურ ეგოებზე უარის თქმა