“სააკაშვილის განცხადება ეწინააღმდეგება დათქმას…”; “ქართველების გზა არის რევოლუცია” – სააკაშვილი და “ალიანსი”

19
“ალიანსი” მიხეილ სააკაშვილს პასუხობს:
ალიანსში შემავალი პარტიები: “ახალი“, “გირჩი მეტი თავისუფლებისთვის”, “დროა”, “ეროვნულ დემოკრატიული პარტია, “ევროპული საქართველო”, “თავისუფლების მოედანი”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ფედერალისტები”, მიზანშეწონილად მიიჩნევს საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს მიხეილ სააკაშვილის მიერ 18 აპრილს გაკეთებულ საჯარო განცხადებაზე:
ალიანსი შეიქმნა უმნიშვნელოვანესი მიზნის მისაღწევად: პროდასავლური პოლიტიკური ძალებისა და ქართული საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობით საქართველო გათავისუფლდეს ივანიშვილის არალეგიტიმური რუსული რეჟიმისგან.
ალიანსის საქმიანობის უმნიშვნელოვანეს და აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს წევრებს შორის ურთიერთთანამშრომლობის და ურთიერთპატივისცემის რეჟიმში საქმიანობა და ურთიერთთავდასხმებისაგან თავშეკავება. პოლიტიკური მოსაზრების გამოხატვაში პოლიტიკური ლიდერის (მით უფრო, პოლიტიკური პატიმრის) შეზღუდვა არ წარმოადგენს ალიანსის არც კომპეტენციას და არც მიზანს, თუმცა, პერსონალური თავდასხმები, როგორადაც ალიანსმაც და საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმაც აღიქვა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, ეწინააღმდეგება აღნიშნულ პრინციპებს, მათ შორის დათქმას იმის შესახებ, რომ არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად.
ალიანსი მოუწოდებს ყველა მონაწილე პარტიას, რომ მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის კონფრონტაციული განცხადებებისგან და იყოს მის მიერ საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი, ციხიდან, სოციალურ ქსელში, ძალიან აქტიურია  მისი ერთ-ერთი ბოლო პოსტია:
,, ივანიშვილი სულ უფრო ჩნდება თავის ოჯახთან ერთად, რითაც ამზადებს თავისი ერთ-ერთი შვილის ხელისუფლებაში მოყვანას” – სააკაშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად