რუსულ-ქართულ ბიზნეს საბჭოზე გადახდებისთვის რუბლისა და ლარის ორმხრივი გამოყენებაზე იმსჯელეს

ს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცეპრეზიდენტმა ვლადიმირ პადალკომ რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს სხდომაზე საბჭოს საქმიანობა დადებითად შეაფასა და ეროვნული ვალუტების, რუბლისა და ლარის ორმხრივი გამოყენების საჭიროებაზე ისაუბრა.
პადალკომ იმედი გამოთქვა, რომ “საგარეო საქმეთა სამინისტროები საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე მუშაობას გაააქტიურებენ”.
ამის შესახებ საბჭოს პრესრელიზში წერია.
“სამომავლოდ ეროვნული ვალუტის თვალსაზრისით ორმხრივ ანგარიშსწორებაზე უნდა გადავიდეთ, რათა გადახდის საშუალება იყოს როგორც რუბლი, ისე ლარი, ფინანსური ტრანზაქციები კი შუამავლების გარეშე განხორციელდეს”. – წერია პრესრელიზში
პადალკომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ იმედიანი დამოკიდებულება გამოხატა და აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს “თანამშრომლობის მშენებლობაში” მონაწილე არც ერთ პირს “ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარდება და არ შეფერხდება”.

ვრცლად tabula.ge