რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად საფრანგეთი ევროკავშირს ახალი სანქციების დაწესებას სთავაზობს

საფრანგეთი სთავაზობს ევროკავშირს, შემოიღოს ახალი სანქციები, რათა ებრძოლოს რუსეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელებისა და მსოფლიოში არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობას. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
ახალი სანქციები მიმართული იქნება მათკენ, ვინც ემუქრება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ან მესამე ქვეყნების სტაბილურობას, უსაფრთხოებას ან სუვერენიტეტს არჩევნებში ჩარევის, კანონის უზენაესობის შელახვისა და ძალადობის აქტების ხელშეწყობის გზით.
სანქციები მოიცავს მათ შორის მოგზაურობის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის. აღნიშნულ წინადადებას მხარს უჭერენ , ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები და პოლონეთი.
„ბლუმბერგის“ ცნობით, რუსეთთან დაკავშირებული აქტორების მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობები გაიზარდა მთელ ევროპაში, რადგან სხვადასხვა ჰიბრიდული ინსტრუმენტის მეშვეობით, რუსეთმა მიიღო ზომები დემოკრატიის, სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის შელახვის კუთხით.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს – ზუსტად იმ სამართლით გაგვასამართლეს, რა სამართალიც არ გვინდოდა ყოფილიყო – არ იფიქროთ, რომ რამეს გთხოვთ, თქვენ სამართლიანად განსჯას სამართლიანობის პრინციპი გთხოვთ, მე სათხოვარი არაფერი მაქვს

კობახიძე: გამორჩეული ლიდერების სიმცირე თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები და ეს ქვეყანა, თურქეთი, თავისი დიდი ლიდერით, გამონაკლისია

შალვა პაპუაშვილი – არის სურვილი, უშუალო შეხვედრების გზით, ჩვენი ვიზიტებით დედაქალაქებში, გვქონდეს პირდაპირი კონტაქტი ჩვენს კოლეგებთან – ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში