რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევზე იერიში ორჯერ მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევზე იერიში ორჯერ მიიტანეს. არის მსხვერპლი. დაღუპულია ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. არიან დაშავებულები. დაზიანდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა. აფეთქებები იყო ხმელენცკის ოლქშიც.
გავრცელდა ინფორმაცია დნიპროპეტროვსკის ოლქში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებაც, უკრაინული საჰაერო ძალები იტყობინებიან “შაჰედის” ტიპის 4 დრონის ჩამოგდების შესახებ.

პარალელურად, გერმანიის პარლამენტმა უკრაინისთვის “ტაუ-რუსის” რაკეტების გადაცემას მხარი არ დაუჭირა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რეზოლუციის წინააღმდეგ გამოვიდნენ სამთავრობო კოალიციის წევრები, რომლებიც აქამდე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას მხარს უჭერდნენ.

ამავე დროს, ამერიკის სენატმა უკრაინის სამხედრო დახმარების ხმაურიანი, 61 მილიარდ დოლარიანი პაკეტი მომავალ კვირას უნდა განიხილოს.

ასევე დაგაინტერესებთ

სხვადასხვა ქვეყნის ელჩებისთვის, როგორც ჩანს საქართველო მეორეხარისხოვან ქვეყანას წარმოადგენს და ისინი ცდილობენ რიგ შემთხვევებში არა საკუთარი ქვეყნის, არამედ ზოგადად უცხოური ძალების ინტერესების გატარებას

იყო აქტიური მცდელობები, როგორც ქვეყნის შიგნით ჯგუფებისგან, ისე გარედანაც, რომ ეს ყოველივე ჩაეფარცხათ – მომავალი არ არსებობს წარსულის გარეშე, უფრო შორეული საქმეების გამოძიებაც შეიძლება