რუსი თეოლოგი ანდრეი კურაევი საქართველოში არ შემოუშვეს – გოჩა ბარნოვი

თეოლოგი გოჩა ბარნოვი აცხადებს, რომ ცნობილი თეოლოგი და ფილოსოფოსი ანდრეი კურაევი საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს.
ბარნოვის თქმით, ანდრეი კურაევს საქართველოშის საჯარო ლექცია უნდა წაეკითხა.
ანდრეი კურაევი ს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაპირისპირებული თეოლოგია.
„მიზეზი არ განუმარტავთ, რაც უთხრეს, არის ის, რომ მას სამი წლით ეკრძალება საქართველოში შემოსვლა. ის ერთი კვირით ჩამოდიოდა საქართველოში კერძო ვიზიტით, საკუთარი სურვილით. გვთხოვა, საჯარო ლექციის წაკითხვის შესაძლებლობა თუ ექნებოდა, რაზეც დავთანხმდით. თემა თავად შემოგვთავაზა „ს მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლო ისტორია: ასი წელიწადი ავტოკეფალიურ განხეთქილებაში(1460-1560წ)“. ყველა მიხვდებით, თუ ვის გააღიზიანებდა ეს თემა. შედეგად, ცნობილ თეოლოგს სამი წლით საქართველოში შემოსვლა აუკრძალეს.
ძალიან ცუდია, რაც დღეს საქართველოში ხდება. მაგრამ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. ქართველი ხალხი რუსეთის მონობას არ შეეგუება. საქართველო არის ევროპა“ ,- წერს გოჩა ბარნოვი Facebook-ზე.
ანდრეი კურაევის საქართველოში არშემოშვებასთან დაკავშირებით ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე დარახველიძე – ბოლო 7 თვეში, ნარკოდანაშაულისთვის, ჯამში, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა – გისურვებთ, რომ მომავალმა წელმა მოიტანოს მშვიდობა, კეთილდღეობა და ევროპული მომავლის რწმენა – ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის