რუსი გენერალი ამბობს, რომ რუსეთის ახალ კონფლიქტში ჩართვის ალბათობა “მნიშვნელოვნად იზრდება”

რუსმა სამხედრო მაღალჩნოსანმა განაცხადა, რომ ში კონფლიქტი შეიძლება ევროპაში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს და თქვა, რომ მოსკოვის ძალების ახალ კონფლიქტში ჩართვის ალბათობა “მნიშვნელოვნად იზრდება”.
ს არმიის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის ხელმძღვანელმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ვლადიმირ ზარუდნიცკიმ კომენტარი თავდაცვის სამინისტროს გამოცემა “სამხედრო აზრის” სტატიაში გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაცია 7 მაისს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “რიამ” გაავრცელა.
„უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის შესაძლებლობა – რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის გამოყენებული „პროქსი ძალების“ მონაწილეობით დაწყებული, ევროპაში ფართომასშტაბიანი ომით დამთავრებული – გამორიცხული არ არის “, – ციტირებს მას “რია”.
„ჩვენი სახელმწიფოსთვის სამხედრო საფრთხის მთავარი წყარო არის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ანტირუსული პოლიტიკა, რომლებიც აწარმოებენ ახალი ტიპის ჰიბრიდულ ომს, რათა ყველანაირად დაასუსტონ რუსეთი, შეზღუდონ მისი სუვერენიტეტი და ძირი გამოუთხარონ მის ტერიტორიულ მთლიანობას “, – დაწერა გენერალმა. მან დასძინა, რომ „ჩვენი სახელმწიფოს ახალ სამხედრო კონფლიქტებში მიზანმიმართულად ჩათრევის ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება”.
უკრაინის ომმა რუსეთსა და დასავლეთს შორის 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ ყველაზე ღრმა კრიზისი გამოიწვია. პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დასავლეთს დაემუქრა, რომ თუ დასავლეთი უკაინაში სამხედრო ძალებს გაგზავნის, ამას ბირთვული ომის პროვოცირება მოჰყვება.
პუტინმა 2022 წლის თებერვალში ათობით ათასი ჯარისკაცი უკრაინაში გაგზავნა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. კრემლი ომს დღემდე “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს. აცხადებს, რომ იმპერიული სტილის დამპყრობლური ომისგან თავს იცავს, რომლის მიზანი უკრაინული ეროვნული იდენტობის წაშლაა.
ზარუდნიცკის კომენტარები იმ დროს ვრცელდება, როდესაც დასავლეთი ცდილობს უკრაინას მეტი იარაღითა და დაფინანსებით დაეხმაროს გასულ ზაფხულს კიევის წარუმატებელი კონტრშეტევის შემდეგ და მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა დაიბრუნეს ინიციატივა ბრძოლის ველზე.