რუსთავში მამაკაცი მოკლეს

რუსთავში მამაკაცი მოკლეს. მკვლელობა ჭყონდიდელის დასახლებაში, გიორგაძის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოკლულია 40 წლამდე ასაკის მამაკაცი.
ადგილობრივების ინფორმაციით, მათ ახალგაზრდა ეზოში ნახეს, რომელსაც ჭრილობა კისრის არეში ჰქონდა მიყენებული, ხმაურის და გასროლის ხმა კი არ გაუგიათ. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.
როგორც „ინტერპრესსნიუს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხელებით.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო