რუსეთში ტყვედ ჩავარდნილი გაწერელიას დედა საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

უკრაინის მხარეს მებრძოლი და ს ტყვეობაში აღმოჩენილი საქართველოს მოქალაქის, დავით გაწერელიას დედა დალი ჩხეიძე შვილის გასათავისუფლებლად დახმარებას ითხოვს.
ის ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ჯერჯერობით არ მიუღია შვილთან დაკავშირებით ახალი ცნობები:
„სხვა ცნობა არაფერი მიგვიღია ამ დღეების განმავლობაში, გარდა იმისა, რომ ტყვედ ჩავარდნაზე გავიგეთ. გუშინწინ დაგვირეკა, მისცეს ამის უფლება. გვითხრა, რომ ხვალისთვის სასამართლო ექნებოდა. გუშინ ჰქონდა სასამართლო.
განაჩენი გამოუტანეს, ბრალს სდებენ სამი რუსის მკვლელობაში და ამბობენ, რომ დაქირავებულია. მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა. ეს ამბავი კი გუშინ გავიგეთ ტელეგრამ არხებიდან. ახლა გადაიყვანენ ციხეში, მაგრამ სად, ჯერ არაფერი ვიცით“, — ამბობს დალი ჩხეიძე.
გაწერელიას დედის თქმით, ქართული მხარის მხრიდან მის შვილთან დაკავშირებით ჯერ რეაგირება არ ყოფილა. ის საქართველოს ხელისუფლებას შვილის ტყვეობიდან დახსნაში დახმარებას სთხოვს.
„უკრაინის მხარემ გვითხრა, რომ საქართველოს მოქალაქეა და ჯერ ვერაფერს ვაკეთებთო, რადგან იქაური მოქალაქეობა არ აქვს. ჯერ არაფერი ვიცით, რა შეიძლება მოხდეს“, — ამბობს გაწერელიას დედა.
დალი ჩხეიძის თქმით, მისი შვილი, 23 წლის მამუკა გაწერელია 2022 წლის მარტში წავიდა ში:
„ჩვენ დან დევნილები ვართ, ამჟამად ვცხოვრობთ ქალაქ ზუგდიდში. მამუკა 4-წლიანი კონტრაქტით იყო სენაკის 22-ე ბრიგადაში. ორი წელი დაყო იქ, მერე განცხადება დაწერა უკრაინაში წასვლის შესახებ და წავიდა.
მაშინ 21 წლის იყო. როდესაც დაიწყო ეს ყველაფერი და ნახა ამდენი დახოცილი ბავშვი, უნდა წავიდე და დავეხმაროო, მითხრა. ჩვენ არ ვუშვებდით, მაგრამ არ დაგვიჯერა და წავიდა მათ დასახმარებლად. აზოვსტალში მოხვდა 31 მარტს და უკვე 20 მაისს ტყვედ აიყვანეს“, — ამბობს ჩხეიძე.
უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს მამუკა გაწერელიას ანექსირებული დონეცკის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
რუსული გამოცემა TASS წერს, რომ 22 წლის ქართველ მებრძოლს სამი რუსი ჯარისკაცის მკვლელობას ედავებიან. რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ გაწერელია უკრაინის არმიას 2022 წლის მარტში შეუერთდა და პირველი აპრილიდან მარიუპოლში იბრძოდა.

ასევე დაგაინტერესებთ