რუსეთში სახელმწიფო ღალატის ეჭვით დააპატიმრეს რუსეთ-აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ქალი

რუსეთის უშიშროების სამსახური, ეფესბე, 20 თებერვალს აცხადებს, რომ დააპატიმრა აშშ-ის და რუსეთის ორმაგი მოქალაქე ქალი, სახელმწიფოს ღალატის ეჭვით, უკრაინის არმიის დაფინანსებისთვის – იუწყება სახელმწიფო მედია.
ეფესბეს ქალაქ ეკატერინბურგის დანაყოფი აცხადებს, რომ “შეზღუდა უკანონო ქმედებები ლოს-ანჯელესის 33 წლის მცხოვრებისა, რომელსაც რუსეთის და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ჩართული იყო უცხო ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების გაწევაში”. ეფესბეს განცხადებას რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: დაგვაბრუნეს 90-იანი წლების დასაწყისში, სადაც მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იყო და სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა ამ სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი ან პედაგოგიკის ცოდნა

ანდრეი სიბიგა: რუსეთის ბარბაროსული დარტყმები უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტზე – ეს პუტინის ტერორის “კაკუნია” ევროკავშირისა და ნატო-ს კარზე – რუსი ბარბაროსები თქვენს კართან არიან