რუსეთს სასარგებლო იდიოტები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკრაინაშიც ჰყავთ და სწორედ ამას ვუკავშირებ არესტოვიჩის განცხადებას – თეონა აქუბარდია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩევლის, ს განცხადებები თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა.
არესტოვიჩმა, საკუთარ ონლაინბლოგში, ომზე, რუსეთზე, ნატოსა და დასავლეთის ინტერესებზე ისაუბრა. მისი თქმით, სტამბოლის სამუშაო დოკუმენტი არ იყო ცუდი.
“დასავლეთი მზადაა, ჩვენი მიწების ნაწილი გაწიროს, ოღონდ არ დაირღვეს წონასწორობა და სრულად არ დაექვემდებაროს ჩინეთს – მიზანი გასაგებია, მაგრამ უკრაინელების სისხლის ფასად ამის მიღწევა ცინიზმია,” – აცხადებს ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი.
არესტოვიჩი სვამს კითხვას, “ბევრი ამბობდა, ნატოზე უარი არ შეიძლებოდაო, მაგრამ, პირველ რიგში, სად არის ეს ნატო, მიგვიღებდა ან მიგვიღებს?”
არესტოვიჩის ამ ინტერვიუს პოლიტიკურ წრეებში გამოხმაურებები მოჰყვა – ოპოზიციის ნაწილი არესტოვიჩის განცხადებებს არასწორს უწოდებს. ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ რუსეთს “სასარგებლო იდიოტები არა მხოლოდ საქართველოში, შიც ჰყავთ”.
“სასარგებლო იდიოტები რუსეთს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკრაინაშიც ჰყავთ და სწორედ ამას ვუკავშირებ მე განცხადებას, რომ თითქოს ნატოზე უარის თქმა იხსნიდა უკრაინას რუსეთის აგრესიისგან, რომელიც არ იყო პროვოცირებული და ამას მთელი მსოფლიო აღიარებს. მოცემულობაში, როდესაც უკრაინას ჰყავდა იანუკოვიჩი, რომელმაც უარი თქვა ნატოზე, მაგრამ ამან არ იხსნა უკრაინა ს ანექსიისგან, ეს განცხადება არასწორია შინაარსობრივად და ეხმარება რუსეთის პროპაგანდას,“ – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია.

ასევე დაგაინტერესებთ

სიტუაცია დამშვიდებისკენ უნდა წავიყვანოთ. მთავარი პრობლემა არის საგნობრივი დისკუსიის არარსებობა, ახალგაზრდებთან ბევრია სასაუბრო და მხოლოდ იმის ძახილი, რომ ცუდად იქცევით და ასე არ შეიძლება, მე მგონია, რომ არ კმარა